четверг, 17 декабря 2009 г.

ქურთები



ისტორია

ქურთები საქართველოს მოსახლეობის 0,5% შეადგენენ.ისინი მიეკუთვნებიან ინდოევროპულ ოჯახის,ირანულ ენოვან ხალხს,ისინი ძირითადად ცხოვრობენ თურქეთში,ირანში,ერაყში სირიაში.ლაპარაკობენ ქურთულ ენაზე.მიუხედავად ნაციონალური სახელმწიფოს არ ქონისა მათ შეინარჩუნეს ტრადიციები,კულტურა.
მათი უმეტესობა აღიარებს ისლამს,სუნიზმს,ნაწილი–სიიზმს,ზოგი ქრისტიანობას,იუდაიზმს,ალევიზმს,იეზიდიზმ
მათი არსებობა ცნობილია მე–3 და მე–2 ათასწლეულებიდან.
საქართველოში მცხოვრები ქურთები ძირითადად იეზიდების სექტას მიეკუთვნებიან.ისინი აქ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ /1914 წ/ ჩამოვიდნენ. მაღალი ბუნებრივი მატების გამო მათი რიცხვი აქ 6–ჯერ გაიზარდა.1989 წლის აღწერით 33 ათასი შეადგინა.2002 წლის მონაცემებით –20,8 ათასი კაცი იყო,აქედან 18,3 ათასი –ი

ეზიდი .ქურთები თბილისში ,რუსთავში და თელავში ცხოვრობენ

ტრადიცია და კულტურა

ქურთების პირველი დამწერლობა თარიღდება მე–17 საუკუნით. ქურთი პოეტებია: ფაკი ტეირანი, მალაე ბათე, ახმედ ხანი და სხვა.
ტრადიციულად,ისინი მესაქონლეობას,მიწათმოქმედებას,მემცენარეობას,მებაღეობა,მეთამბაქეობას მისდევენ.
ფფოლკლორი ორიგინფოლკლორი ორიგინალობით გამოირჩევა,მდიდარია მრავალფეროვნებით: ზღაპრები, სიმღერები, საქორწინო და დასაკრძალავი ჩვეულებალობით გამოირჩევა,მდიდარია მრავალფეროვნებით: ზღაპრები, სიმღერები, საქორწინო და დასაკრძალავი ჩვეულებები.

ტრადიციული მამაკაცის ჩასაცმელია ფართო შარვალი,თავსაფარი ფართო,ფართო ქამარი,შიგ ვეება ხმლით.
ნაციონალური ტანსაცმელები შემორჩენილი აქვთ ასაკოვან ქალებს. კომპლექტში შედის: ქალის პერანგი(კრასი), ფართო შარვლები(ხევალკრასი), ჟილეტი(ელექ), ქვედა კაბა(ნავდზერე, ტუმანი) წინსაფარი(შალეკი), ხელზე წამოსაცმელი(დავზანგი), შალის ქამარი(ბენე პეშტე), თავსაბურავი(კოფი, ფინო) შალის წინდები(გორე), ფეხსაცმელი. სიცივეების პერიოდში ქალები რამდენიმე კაბას ერთად იცმევდნენ. კაბებზე დაკერებული ჰქონდათ პერლამუტრის ღილები და ნიჟარები. ნაქარგები გაკეთებული ჰქონდათ ფერადი ძაფებით. ცნობილი იყვნენ ვერცხლის ქამრებით. მათი მორთულობის აუცილებელი ელემენტი იყო გულსაკიდები, საყურეები, სამაჯურები. ქურთის ქალები მიუხედავად რელიგიის აღმსარებლობისა ატარებენ თავსაფრებს, თუმცა, არასოდეს უტარებიათ ჩადრი.

ქურთების განსხვავებული ტრადიციაა კლოჯი. მას აღნიშნავენ მარტში. ამ დროს ოჯახი აცხობს დიდ ნამცხვარს, შიგ დებენ მძივს ან მონეტას. ნაჭრებად ჭრიან, თითოეულ ნაჭერს ოჯახის წევრის სახელს არქმევენ. ვისაც ეს მონეტა შეხვდება ჭამის დროს, მისთვის ეს წელი წარმატებული იქნება.
ქურთებს ქართველებისგან განსხვავებული ქორწილი აქვთ. ეკლესიაში ჯვარს არ იწერენ, მხოლოდ ხელს აწერენ. თავდაპირველად ბიჭი ახლობლებით მიდის პატარძლის წამოსაყვანად. როცა პატარძალს წამოიყვანენ, კარებში თეფშს უდებენ,რომელიც სიძე-პატარძალმა უნდა გატეხოს. მათ მისვლამდე აკეთებენ უფოთლო ხის ტოტს. მასზე კიდებენ ხილს, ტკბილეულს და პატარძალს თავზე აბერტყენ, რათა პატარძლის ცხოვრება მათ ოჯახში ტკბილი იყოს. შემდეგ პატარძალს სიძე ბალიშს ესვრის, სახლში შესვლისას კი ვაშლს.
ადრე ქურთებს ახასიათებდათ ასეთი წესი: როცა ადამიანს დაკრძალავდნენ და მიწას მიაყრიდნენ, მის საფლავზე ცეცხლს ანთებდნენ, რათა მიცვალებულის სხეულიდან არ ამოსულიყო სული და არ ჩასულიყო ცხოველის სხეულში. ეს წესი წარსულში დარჩა, ახლა კი ამას არცერთი ქურთი არ აკეთებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий